Tuesday, July 5, 2011

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!

1. პროექტის სახელწოდება: "ფესვები".
2. მთავარი იდეა: სკოლის ცხოვრებაში საზოგადოების გამოჩენილ ადამიანთა ჩართვა, მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა ეროვნულ–პატრიოტულ, ესტეტიკური აღზრდა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდა ერის ღირსეულ მამულიშვილებად.
4. პროექტის მიზნები: საზოგადოების, მშობლების ინფორმირება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და სკოლის მიერ მისი განხორციელების შესახებ. მშობელთა და კურსდამთავრებულთა ჩართვა სკოლის ცხოვრებაში. მომავალი თაობის ინფორმირება თავისი სოფლის წარსულის თაობაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის გავრცელება და დანერგვის ხელშეწყობა.
5.  მონაწილეთა ასაკი: 13-17 წ. 
6. ვადები/ხანგრძლიობა: 2011 წლის ივნისი-ივლისი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ცნობილ კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის წინაპართა სახლის მოწყობა მუზეუმად. ექსპონატების მოძიება–განთავსება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბუხარი, ოთახი, საექსპოზიციო ფარი, ფოტოსურათები, მოძიებული ისტორიული მასალები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): სკოლის უძველესი კორპუსის სახურავისა და ფასადის მოწყობა. სკოლის უძველეს შენობაში არსებული ოთარ იოსელიანის წინაპართა ბუხრიანი ოთახის კაპიტალური შეკეთება. საინფორმაციო მასალების  მომზადება და ინფორმაციის გავრცელება. სოფლის მოსახლეობის (ოჯახების) გენეოლოგიის შესწავლა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მსოფლიო კულტურა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო ვადაჭკორია, მიმოზა ლიპარტელიანი, ეკა ლეშკაშელი.
12. ხელმძღვანელის ელფოსტა: vadachkoria.nino@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:http://ninovadachkoria.blogspot.com/

Monday, July 4, 2011

გურამ დოჩანაშვილი გვიშტიბის საჯარო სკოლაში


28 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა ჩვენი დროების საქართველოს ორ ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან და ერისკაცთან- გურამ დოჩანაშვილთან და ოტია იოსელიანთან.
შეკრებილმა საზოგადოებამ გულისყურით მოუსმინეს გურამ დოჩანაშვილსა და ოტია იოსელიანს, მწერლებს, რომლებმაც კლასიკა გაამდიდრეს ყველა წყობისა და დროის თანმიმდევი უკვდავი ნაწარმოებებით: „სამოსელი პირველი“, „კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“„თავფარავნელი ჭაბუკი“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“ (გურამ დოჩანაშვილი); „ვარსკვლავთცვენა“, „ტყვეთა-ტყვე“, „იყო ერთი ქალი“, „ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“  (ოტია იოსელიანი).და.ა.შ.
შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით იმოგზაურეს დიდებული მწერლების თვითმყოფად სამყაროში, თვალი გადაავლეს მათ შინაარსიანად გატარებულ ცხოვრებას, ნორჩმა მკითხველებმა წარმოადგინეს ფრაგმენტები ცოცხალი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან.
თავიანთ გამოსვლებში  საპატიო სტუმრებმა  მომავალ თაობას მოუწოდეს წიგნიერებისაკენ, მათი აზრით, ერის შვილების გამოლევა იმას ნიშნავს, რომ კარგი აღმზრდელებიც ცოტანი არიან. ქვეყნისათვის საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გაცემისას ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის ორი გულმხურვალე ჭირისუფალი, ორი მეგობარი, ორი სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მწერალი იბრძვის და იღწვის იმისათვის, რომ ინტეგრაციისა და მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში ჩართულმა  პატარა საქართველომ არ დაკარგოს ის უმთავრესი, რასაც ჩვენი თვითმყოფადობა და ეროვნულობა ჰქვია, რათა კვლავაც შევინარჩუნოთ საუკუნოვანი, ისტორიული ტრადიციები, სულიერი ფასეულობანი და ღირებულებანი, რაც სხვათაგან გამოგვარჩევს.
გურამ დოჩანაშვილთან და ოტია იოსელიანთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა იმედი იმისა, რომ ვიდრე ისინი ქართული ენისა და ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულს მხურვალედ უნერგავენ თანამემამულეებს, ვიდრე მათი შეგონებები სიკეთის სხივად იღვრება პატარა ქართველების გულში,  ჩვენი მომავალი თაობა არ გადაჯიშდება და  ქართულ გენს ვერაფერი დააკლდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოთარ ჩიტაიშვილმა ისაუბრა გურამ დოჩანაშვილთან და ოტია იოსელიანთან შეხვედრის  მნიშვნელობაზე,  უკვდავ ქმნილებებზე, რომელთა მთავარი თემა ღირსებასიკეთესიყვარული, თავისუფლებისაკენსწრაფვა და ბოროტების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლაა.  
შეხვედრის ინიციატორები: ტრისტან ჩიხლაძე, ნინო ვადაჭკორია, მარინე მუშკუდიანი.