Wednesday, May 9, 2012

მშვიდობა მსოფლიოს

გვიშტიბის მიწაზე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წყალტუბოს ევაკოჰოსპიტლებში გარდაცვლილი 223 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი განისვენებს, რომელთა საფლავების პატრონი და მიმხედავი გვიშტიბის საჯარო სკოლის პედაგოგები: ლავრენტი შვანგირაძე, შორენა ქორიძე, მიმოზა ლიპარტელიანი, მარინე მუშკუდიანი, მარინა კიკალიშვილი, ეკატერინე ყურაშვილი, ეკა ლეშაშელი, მაგული ჩიხლაძე, თამარ სამხარაძე, მარიეტა ბენიძე, ნანა შვანგირაძე, გაბრიელ ქურასბედიანი, ნუნუ თევდორაძე, და V-XII კლასის მოსწავლეები არიან. ათეული წელია ასუფთავებენ და ყვავილებით ამკობენ საფლავებს. ყოველ 9 მაისს  იმართება შეხვედრა ომის ვეტერანებთან. მათი გმირობა მოსწავლეთათვის მაგალითია, მათი ვაჟკაცობა – მისაბაძი.

2012 წლის 9 მაისს გვიშტიბის ძმათა სასაფლაოზე გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე: „მშვიდობა მსოფლიოს!“, პატივი მიაგეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულთა ხსოვნას.


 სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლა ერთვება მედია პროექტეტალონისინტერნეტ ინიციატივაშიგამოჩნდი ეტალონთან ერთად“.
გვიშტიბი წერილობით დოკუმენტში მე–17 საუკუნეში იმერეთის მეფე ალექსანდრე სოლომონის ძე ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული წყალობის სიგელში. სიგელის შემდგენელი მეფის მწიგნობართუხუცესი სოფელს გულშტიბად მოიხსენიებს. „გულშტიბი“–კოლხური წარმოშობის სიტყვაა დაგულში თბილსნიშნავს.
გვიშტიბის სკოლა ცნობილ კინორეჟისორ ბატონ ოთარ იოსელიანის წინაპართა ფუძეზე დგას. სკოლაში სწავლობდა გამოჩენილი ართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ოტია იოსელიანი.
სკოლა დაარსებულია 1903 წლის 16 ოქტომბერს.  მოსახლეობის თხოვნით გვიშტიბის მკვიდრმა ზესტაფონის გიმნაზიის დირექტორმა ომაინ სესიას ძე იოსელიანმა და სოფლის მამასახლისმა ფილიპე ბობოხიძემ გვიშტიბში ორკლასიან სკოლას ჩაუყარეს საფუძველი. ბავშვებს ანბანს საეკლესიო პირები ასწავლიდნენ. 1907 წელს სკოლის მასწავლებლად პოლიკარპე შვანგირაძე, ცაბუ იოსელიანი და ისიდორ ბოჭორიშვილი მოიწვიეს. პირველი გაკვეთილი 64 ასაკგადაცილებულ მოსწავლეს ჩაუტარდა.
საუკუნოვანი სკოლის ისტორია ცხადია აღსავსეა უამრავი საინტერესო ფაქტითა თუ მოვლენით. არსებობის ასზე მეტი წლის განმავლობაში მას არაერთმა ადამიანმა დასდო ამაგი, მაგრამ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშვნის ღირსნი არიან პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ სკოლას. ესენი იყვნენ მომავალ თაობებზე შეყვარებული და მათზე დღემუდამ მზრუნველი პიროვნებები: დავით ჯანელიძე, თამარ  ბობოხიძე, მურმან საჩკოვი, კოტე ჯიხვაძე, თენგიზ ნიჟარაძე, რომან იოსელიანი...
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, 5 ათასზე მეტ კურსდამთავრებულთა შორისაა: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ იოსელიანი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ იოსელიანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი რეზო შვანგირაძე, ქართული მწერლობის კლასიკოსი ოტია იოსელიანი, ნაადრევად დაღუპული პოეტი სოსო ჩიხლაძე, ასევე ასობით ექიმი, ინჟინერი, პედაგოგი და სხვა პროფესიის ადამიანები.
თანამედროვე სწავლისა და სწავლების საქმეს უძღვება 22 პედაგოგი, სკოლაში დღეისათვის სწავლობს 161 მოსწავლე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ღონისძიებებში, მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. სკოლას ჰყავს განსაკუთრებული ნიჭის მქონე პრეზიდენტის მიერ პერსონალური კომპიიუტერით დაჯილდოებული მოსწავლეები, ვერცხლის მედალოსნები.
სკოლაში ხორციელდება საინტერესო პროექტები, ეწყობა ღია კარის დღეები, კონკურსები, შეხვედრები, მოპოვებული გვაქვს სასკოლო გრანტი. მშობლები და საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.