Wednesday, July 25, 2012

ღია კარის დღე გვიშტიბის საჯარო სკოლაში

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარისხიანი შესრულების, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართვის მიზნით სსიპ წყალტუბოს მუნიციაპლიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში (დირექტორი ნინო ვადაჭკორია) მოეწყო ღია კარის დღე თემაზე: „შთამომავლობა პირუთვნელი გამკითხავია“, ჩატარდა ღია გაკვეთილები:

1-ელ, მე–2, მე–3, მე–7, მე–8, მე–9, მე–10 და მე–11 კლასებში მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ და რუსულ ენებში, ბუნებისმეტყველებაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. პედაგოგები: ლეილა კელენჯერიძე, გულნარა ჩიხლაძე, მარინა კიკალიშვილი, ლიუდმილა სილჩენკო, მაგული ჩიხლაძე, ანატოლ ხაჭაპურიძე, მიმოზა ლიპარტელიანი.

გაიმართა: 

  • შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „რა? სად? როდის?“ – მე–6 კლასი, დამრიგებელი: თამარ სამხარაძე;
  • ლიტერატურული დილა „სამშობლოს უკვდავება ვინატროთ!“ – მე–4 კლასი, დამრიგებელი: მანანა ცაგარეიშვილი;
  • ლიტერატურული კომპოზიცია „ენა ბურჯია ეროვნებისა“ – მე–6 კლასი, პედაგოგი: რომან იოსელიანი;

  • აღმზრდელობითი კლასის საათი „ფესვო, შენ ჩემო ძლიერო!“ – მე–8, მე–9 კლასები, დამრიგებლები: ეკა ლეშკაშელი, მარინა მუშკუდიანი;
  • შეკრება მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „შენ და კანონი“ – მე–10 კლასი, პედაგოგი: შორენა ქორიძე;

  • ხელმარჯვე ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, პედაგოგები: ელისო შვანგირაძე, ნანა შვანგირაძე;
  • სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ – მე–3, მე–4 კლასი, პედაგოგი: მარიეტა ბენიძე.

  • აქცია „სკოლა შენი სახლია, შენ კი – მისი პატრონი“ – მე–12 კლასი, დამრიგებელი ლავრენტი შვანგირაძე;

  • ქიმიის საღამო „იღბლიანი ბორბალი“ – მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელი: ნუნუ თევდორაძე.
პედაგოგებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავისი წვლილი შეიტანეს მოსწავლე–ახალგაზრდობის ერის ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდის საქმეში, შეძლეს განეხორციელებინათ პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფის საქმე.