Monday, June 10, 2013

2013 წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო გვიშტიბის საჯარო სკოლის წარჩინებულ უფროსკლასელთა ექსკურსია აჭარაში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქობულეთის, ციხისძირის და ბათუმის ღირსშესანიშნაობები.

ენა, მამული, სარწმუნოება

2013 წლის 01 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეს გვიშტიბის საჯარო სკოლის (დირექტორი ნინო ვადაჭკორია) მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი შორენა ქორიძე) ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის მარტვილის ტაძარს და 12 მაისს ფოთში ნაკურთხ ახალი აია-სოფიის, იგივე ფოთის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ. 
მოსწავლეები გაეცნენ ტაძართა მდებარეობას, მათ ისტორიას, არქიტექტურას.