- ჩიტო, ჩიტო ნაცარავ,
ვის უცინი ვისა?
- შენ გიცინი პატარავ
დილა მშვიდობისა!
ამ სტრიქონების ავტორის, ქართული საყმაწვილო პოეზიის კლასიკოსის, მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა ერთი ლამაზი დღე, რომელიც ორგანიზებული იყო გვიშტიბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა (თავმჯდომარე: გულნარა ჩიხლაძე) და ადგილობრივი ბიბლიოთეკის (თანამშრომლები სოფიო გეგუჩაძე, ელზა ცანავა) თაოსნობით.
სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა: ბაგრატ კობახიძემ, ზაურ ჩირგაძემ, ანა ახვლედიანმა, აკაკი ჩავჩიძემ, მარიამ გვიჭიანმა, ნინო ჩოგოვაძემ, ოლია სვანიძემ, ციცინო ჩავჩიძემ, არჩილ კუჭავამ, გიორგი სულაბერიძემ ისაუბრეს უბერებელი პოეტი ქალის ბიოგრაფიაზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მის ნაწარმოებებზე შექმნილი სიმღერები. საღამოს ესწრებოდა წყალტუბოს ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.
საღამო შეაჯამა სკოლის დირექტორმა ნინო ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის წერა მხოლოდ უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანებს შეუძლიათ.
ქართული საბავშვო პოეზიის უკვდავი წარმომადგენლის, მრავალი თაობის გულის გამხარებლის, მაყვალა მრევლიშვილის ლექსები მუდამ დარჩება ბავშვების მეხსიერებაში.