Saturday, April 25, 2015

'ერთად შევეგებოთ ევროპას' - გვიშტიბის საჯარო სკოლა

2015 წლის 24 აპრილს  წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლას ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ესტუმრა. პროექტ 'ერთად შევეგებოთ ევროპას' წარმომადგენლები ჩვენი სკოლის უფროსკლასელებს შეხვედნენ და გაუზიარეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. შეხვედრისას მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და ნახეს თომა ჩაგელიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ევროკავშირთან დაკავშირებით. მოსწავლეებს პროექტის წარმომადგენლებისგან გადაეცათ სამახსოვო საჩუქრები. 
















ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სკოლის უმცროსკლასელებსაც შეხვდნენ. 
შეხვედრისას მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ და გააფერადეს მათთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი გასაფერადებელი ჟურნალები ევროკავშირის დროშების გამოსახულებით. მათ აგრეთვე საჩუქრად გადაეცათ პაზლები და ევროკავშირის დროშები სკოლაში ევროკავშირის კუთხის მოსაწყობად.



Friday, April 3, 2015

სამი თაობის შეხვედრა:“მიეცი ნიჭსა გზა ფართო“


2015 წლის 27 მარტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოაწყო შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულ ცნობილ ადამიანებთან, თემაზე;“მიეცი ნიჭსა გზა ფართო“.
მოწვეული იყვნენ: ჟურნალ „ჯეჯილის რედაქტორი, პოეტი ტრისტან ჩიხლაძე, სოფლის ექიმი  მიხეილ ბოჭორიშვილი, საკრებულოს წევრი დავით თუთბერიძე, საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა კავშირის წევრი, შპს „ჯ და ჯ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ჯეირან ომანაძე, ასევე სასიხარულოა, რომ სტუმართა შორის იმყოფებოდა ჟურნალ ქაროზის მთავარი რედაქტორი ნანა ბაგრატიონ–დავითაშვილი.
გაიმართა თეორიული კონფერენცია თემაზე: „მიეცი ნიჭსა  გზა ფართო“.  IX-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნააზრევი თემის შესახებ. მათ აღნიშნეს,რომ გენიოსობა ღვთის მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მოწონება დაიმსახურეს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა ნაშრომებმა (მე–10  კლასიდან: მონიკა საღარეიშვილი, ანანო გოროზია, სოფიკო ჩიხლაძე, ირმა ჯოჯუა; მე–9 კლასიდან: ქრისტინე ჩოგოვაძე, ეკატერინე ნიჟარაძე).
კონფერენციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის, რომლებმაც გარკვეული რჩევა–დარიგებები მისცეს მოსწავლეებს. მოსწვლეებმა წაიკითხეს ტრისტან ჩიხლაძის შემოქმედების ნიმუშები, ასევე მოწონება და მსმენელების აღფრთოვანება გამოიწვია  ბატონ ტრისტანისა და ქალბატონ ნანა ბაგრატიონ დავითაშვილის მიერ წაკითხულმა საკუთარმა ლექსებმა.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ვადაჭკორიამ, მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს, რომ მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს სკოლის მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა მარინე მუშკუდიანმა კიდევ ერთხელ განუმარტა მოზარდებს, რომ განგებამ ადამიანს ნიჭი იმისთვის უბოძა, რომ მისი სასწაულებრივი ძალა სასიკეთოდ აამოქმედოს, ახალი შექმნას და სიკეთე ამრავლოს. ე.ი ნიჭი პიროვნებისა და ქვეყნისათვის უდიდესი სიმდიდრეა და არ უნდა დაკარგონ ღვთისაგან უსასყიდლოდ  ნაბოძები საჩუქარი.