2014 წლის 24 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
გვიშტიბის საჯარო სკოლაში საიუბილეო ზეიმი ჩატარდა. ცოდნის ამ ტაძარში 111 წელია ეზიარებიან
მეცნიერებათა საფუძვლებს, ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასულებს თან გაჰყოლიათ ცოდნა,
კულტურა ქართული ტრადიციებისა.
გვიშტიბი წერილობით
დოკუმენტებში იმერეთის
მეფე ალექსანდრე სოლომონის ძე
ბაგრატიონს აქვს
მოხსენებული წყალობის
სიგელში, რომელიც
სოფლის მკვიდრ
ე. იოსელიანისათვის უბოძებია. ხუთასი წლის
წინ აქ ხუთი მოსახლე: ორი შვანგირაძე, ორი ჩავჩიძე
და ერთი
მელაძე ცხოვრობდა.
მე-19 საუკუნის
70-იან წლებში
ფრანგი მწერალი
ალექსანდრე დიუმა
ქუთაისიდან სოფელ
გუბისწყალზე გავლით
გვიშტიბში მოგზაურობისას განუცვიფრებია უგზოობას,
სიღარიბეს, ერთმანეთის მსგავს, ისლით
და ჩალით
დახურულ ქოხმახებს,
ტალახიან შუკებს...
სიდუხჭირიდან გამოსასვლელად გვიშტიბლებმა გადაწყვიტეს
დაეარსებინათ სკოლა, მეოცე საუკუნის დამდეგს 1903 წელს, სოფლის მკვიდრ ზესტაფონის გიმნაზიის
ყოფილი დირექტორის ომაინ სესიას ძე იოსელიანის, იმჟამად ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველის დახმარებით საფუძველი ჩაეყარა
გვიშტიბში ერთკლასიანი სასწავლებლის გახსნას; ისწავლებოდა საღვთო სჯული, ბუნების კარი,
დედაენა.
სოფლის მამასახლისის, ფილიპე ბობოხიძის და მოსახლეობის მხარდაჭერით
1908 წელს 16 ოქტომბერს დაირეკა სწავლის მაუწყებელი ზარი, პირველი გაკვეთილი ასაკგადაცილებულ 64 მოსწავლეს
ფარნაოზ მიქაძის სახლში პირველმა მასწავლებელმა პოლიკარპე შვანგირაძემ ჩაუტარა.
1918 წელს კირილე შვანგირაძის სახლში გაიხსნა
ოთხკლასიანი სკოლა, რომელიც 1935 წელს შვიდკლასიანად გადააკეთეს და ბინა აფრასიონ იოსელიანის ნაეზოვარში დაუდეს. 1939 წლიდან
დღემდე სკოლა ცნობილი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის ბიძის ვლადიმერ იოსელიანის ნაეზოვარში
დგას. 1956 წლამდე სკოლა - რვაკლასიანი, 1965 წელს - საშუალო, 1992 წელს - 9 კლასიანი,
2004 წელს - საშუალო, 2006 წლიდან საჯარო გახდა.
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომელთა შორისაა,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ იოსელიანი,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ იოსელიანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შოთა
ბობოხიძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რეზო
შვანგირაძე, სოფელში აღიზარდა საქართველოს კომპარტიის ყოფილი პირველი მდივანი, გენერალ
ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე, ქართული მწერლობის ცოცხალი კლასიკოსი, გვიშტიბის სკოლის
მოჭირნახულე და ქომაგი ბატონი ოტია იოსელიანი, ამქვეყნიდან ნაადრევად წასული პოეტი
სოსო ჩიხლაძე.
სკოლამ არსებობის 111 წლის ანძილზე ორი ოქროს მედალოსანი:
ლილი შვანგირაძე და ანა კობახიძე, 8 ვერცხლი მედალოსანი: ნელი აბუთიძე, ია ბობოხიძე,
ირაკლი ხაჭაპურიძე, თამარ და ამირან ჩანქსელიანები, თამთა და ბექა ქურასბედიანები,
ვენერა ჩხეტიანი აღზარდა. ანა, თამარი, ამირანი, ირაკლი თამთა და ვენერა უნივერსიტეტებში ეუფლებიან ცოდნას და გვჯერა, რომ საამაყონი დაიზრდებიან.
ბოლო 23-ე წელია სასწავლო დაწესებულებებს სათავეში უდგას
სკოლაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი ნინო ვადაჭკორია-შვანგირაძე, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, სკოლას არ დასტყობია გაჭირვება და
მას ყოველთვის ეტყობოდა მზრუნველი ხელი, რაც სკოლის დირექტორის, პედაგოგიური კოლექტივისა
და სოფლის მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.
დღეს სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათი ხარისხიანი
განათლების საქმეს რუდუნებით უძღვებიან პედაგოგები: ლავრენტი, ნანა და ელისო შვანგირაძეები,
მარინე შვანგირაძე-მუშკუდიანი, მაგული და გულნარა ჩიხლაძეები, რომან იოსელიანი, ანატოლ ხაჭაპურიძე, შორენა ქორიძე, ეკა ლეშკაშელი, ეკატერინე ყურაშვილი, ნუნუ თევდორაძე,
მანანა ცაგარეიშვილი, ლეილა კელენჯერიძე, მარიეტა ბენიძე, დალი ბაკურაძე, გაბრიელ ქურასბედიანი,
თამარ სამხარაძე, ლიუდმილა ჩოგოვაძე, მიმოზა ლიპარტელიანი.
სკოლა პირნათლად
ასრულებს თავის მთავარ და უპირველეს დანიშნულებას-ემსახურება მომავალი თაობისათვის
ხარისხიანი განათლების მიცემის საქმეს, არ ღალატობს თავის სახელოვან ტრადიციებს. აქ
ყოველთვის ცოდნის მიღებას, ახალგაზრდების სამართლებრივი და პატრიოტული სულისკვეთებით,
შეგნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პარალელურად დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების პიროვნულ და მორალურ განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,
მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლების, თვალსაწიერის გაფართოების, მშობელთა
სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის საქმეს.
სკოლაში ხშირად ეწყობა საინტერესო შეხვედრები, მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოები, სპორტული შეჯიბრებები, სკოლა ხელს უწყობს თანამედროვე განათლების
სისტემის რეფორმას. 2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო დემოკრატიულ საგანმანათლებლო სტრუქტურის მოდელის შემუშავება-აპრობაციის მიზნით ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“
ეგიდით განხორციელებული განათლების სისტემის
დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის განვითარების პროგრამაში. მოიპოვა სასკოლო გრანტი,
შეიქმნა კეთილმოწყობილი თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით აღჭურვილი ესთეტიკის
კაბინეტი. სკოლა გამარჯვებულია კონკურსებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვებულია(200, 400, 2200 ლარით) სხვადასხვა
წლებში. მეხუთე წელია აქტიურ მონაწილეობას
იღებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარებული“ ბაღის ფრინველთა
საათის“ კამპანიაში (პედაგოგი მ. ჩიხლაძე). 2014 წელს სკოლამ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტთან გარემოს დაცვის სფეროში ოთხი წლის
ვადით.
მშობლიურ სკოლას არ ივიწყებენ მისი კურსდამთავრებულები:
ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი ტრისტან ჩიხლაძე, ჯეირან ომანაძე, ძმები - ემზარ
და ნუგზარ კუჭავები, სოსო ლეჟავა, მერაბ
და ჭაბუკი შვანგირაძეები, მირზა ჭოლოკავა და სხვები... რომლებიც
ზრუნავენ მოსწავლეთა აღზრდისა და სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობისათვის.
მადლიერების ნიშნად ყოველწლიურად კურსდამთავრებულები და მოსწავლეთა მშობლები სკოლის
საბანკო ანგარიშზე რიცხავენ თანხას სკოლის კეთილმოწყობისათვის.
2013-2014 წლებში სკოლა გადაიხურა ახალი სახურავით,
შეიცვალა სკოლის კარ-ფანჯრები და ფასადი ახლით. სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს, წყალტუბოს გამგეობას, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს
და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაწეული დახმარებისათვის.
სასწავლო დაწესებულების 111 წლის იუბილე, მთელი სოფლის
სიხარულად, ფუძის მოუშლელობის დღესასწაულად იქცა. საინტერესო პროგრამა ითვალისწინებდა
კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. სკოლის ეზო, კაბინეტ-ლაბორატორიები, საკლასო ოთახები
ვერ იტევდა სტუმრებს. ზეიმს ესწრებოდნენ რაიონის ხელმძღვანელები, სკოლის კურსდამთავრებულები, მშობლები. პირველმა კლასმა შემოდგომის ზეიმით მოხიბლა სტუმრები (პედაგოგები: გ. ჩიხლაძე, ლ. კელენჯერიძე) ღია გაკვეთილი თანამედროვე კომპიუტერული (ბუკები)
ჩართვით ჩაატარა მეორე კლასის მასწავლებელმა ელისო შვანგირაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
შეხვედრა მოუწყვეს კურსდამთავრებულებს და
„რაო? რაო?“_ შკითხვების პასუხები მათგან მოისმისმინეს მესამეკლასელებმა (პედაგოგი
მანანა ცაგარეიშვილი ). მოწონება დაიმსახურა დამრიგებლის საათმა მეოთხე კლასში, (დამრიგებელი
მარიეტა ბენიძე) თემაზე: „ სწავლა ცოდნის მდინარეა - სინათლისკენ მიმავალი“.
ზეიმს ხალისი შემატა სპორტულმა შეჯიბრმა „ვინ - უკეთ? ვინ - სწრაფად?“ მეხუთეკლასელთა გუნდების: „შევარდენისა“ და „არწივის“ პაექრობამ. (პედაგოგი
გაბრიელ ქურასბედიანი, თამარ სამხარაძე). ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
მეექვსე კლასში თემაზე „ყველაფერი მცენარეებით იწყება!“, რომელმაც დამსწრეთა აღფრთოვანება
გამოიწვია. (პედაგოგი მაგული ჩიხლაძე). ინტერესით მოისმინეს ღია გაკვეთილი რუსულ ენაში
მეშვიდე კლასში. (პედაგოგი ლუდმილა ჩოგოვაძე)
და ამავე კლასში - კლასის საათი თემაზე „მე ქართველი ვარ“, რომელიც მოსწავლეთა
თვალსაწიერის, მოქალაქეობრივ-პარიოტულ ცნობიერების გაფართოებას ისახავდა მიზნად (დამრიგებელი
ეკა ლეშკაშელი).
სტუმრები ღრმა ინტერესით ჩაერთვნენ ინტეგრირებული გაკვეთილებში:
მერვე კლასში ქიმია- ფიზიკა (პედაგოგები: ნუნუ თევდორაძე, ანატოლ ხაჭაპურიძე), მეცხრე
კლასში -ქართული ენა და ლიტერატურა და ინგლისური ენა (პედაგოგები: ნანა შვანგირაძე და
ეკატერინე ყურაშვილი). ინგლისური ენის ცოდნით მსმენელებს თავი მოაწონეს მეათეკლასელმა
მოსწავლეებმა - ღია გაკვეთილზე. (პედაგოგი მარინე კიკალიშვილი). საინტერესო იყო ინელექტუალური
თამაში „რა სად როდის“- მეთორმეტე კლასში და
ღია გაკვეთილი მეათე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში რომელიც ღაატარა სერთიფიცირებულმა
პედაგოგმა მარინე შვანგირაძე- მუშკუდიანმა.
მოსწავლეთა პიროვნულ და მორალურ განვითარებას მიეძღვნა
დამრიგებლის საათი მეთერთმეტე კლასში თემაზე
„იცოდე წუთის ფასი!“ (დამრიგებელი ლავრენტი შვანგირაძე).
მოწვეული სტუმრები ინტერესით გაეცვნენ სკოლის პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლე ხელმარჯვე ოსტატთა ნამუშევრებს და ნახატებს. მეხუთე კლასის
მოსწავლეთა ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენას. (პედაგოგები: ელისო და ნანა შვანგირაძეები,
ეკა ლეშკაშელი).
ინტერესით დაათვალიერეს ნორჩი მხატვრის, მეშვიდეკლასელი
ლიკა ჩოგოვაძის უზადოდ შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნახატის პერსონალური გამოფენა.
საზეიმო შეკრებას მიესალმენ და სკოლის ისტორია გააცოცხლეს
სკოლის დირექტორმა ნინო ვადაჭკორიამ, წყალტუბოს სკრებულოს წევრებმა, კურსდამთავრებულმა დავით თუთბერიძემ, პირველი პედაგოგის შვილიშვილმა
ერმილე კუხალაშვილმა, ყოფილი ღვაწლმოსილი პედაგოგის შთამომავალმა მიხეილ ბოჭორიშვილმა,
ყოფილმა დირექტორმა რომან იოსელიანმა, მწერალ ოტია იოსელიანის შვილებმა რამაზ და დაჩი
იოსელიანებმა, სოფლის გამგებელმა ვიოლა ფიოლიამ, პედაგოგებმა და მშობლებმა. წუთიერი
დუმილით პატივი მიაგეს ბ-ნ ოტია იოსელიანის ხსოვნას, მოსწავლეებმა საზეიმოდ დადეს ფიცი,
რომ იქნებიან მამა-პაპათა ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები.
ზეიმი ცნობილი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის წინაპართა
სახლში გახსნილ სკოლისა და სოფლის მუზეუმის
ოფიციალური გახსნით დამთავრდა.
მუზეუმი ბ_ნი ოტია იოსელიანის ფინანსური დახმარებით,
მშობელთა სამეურვეო საბჭოს (თავმჯდომარე ბადრი მაცაბერიძე), პედკოლექტივის, სკოლის დირექტორის
ქ-ნ ნინო ვადაჭკორიას და ოქროსმედალოსან ანა კობახიძის ძალისხმევით იქნა მოწყობილი.
მუზეუმი გახსნეს და მამაპაპურ ბუხარში ცეცხლი აანთეს
ბ-ნი ოტია იოსელიანის ვაჟებმა რამაზ და დაჩი იოსელიანებმა.
სკოლის დირექცია, პედაგოგები, სამეურვეო საბჭო, მშობლები
და მოსწავლეები რწმენით და იმედით აგრძელებენ შრომას. მათი ერთობლივი ძალისხმევა ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დაძლევისა და ძლიერი საქართველოსთვის მომავალი ღირსეული
მოქალაქის აღზრდის საწინდარია.