ღირსეული წინაპრების ღირსეულ შთამომავლებად აღზრდის,
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით გვიშტიბის საჯარო სკოლაში 2014 წლის 7 თებერვალს
გაიმართა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა დევიზით: „შთამომავლობა
პირუთვნელი განმკითხავია“.
მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებმა (პედაგოგები: რომან
იოსელიანი, ეკა ლეშკაშელი) მიმოიხილეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, ისაუბრეს მისი ღვაწლისა
და დამსახურების შესახებ. 1-ლი-მე-4 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ელისო შვანგირაძე,
მანანა ცაგარეიშვილი, მარიეტა ბენიძე, გულნარა ჩიხლაძე) გააცოცხლეს და აამეტყველეს
ქართული ზღაპარი: „კომბლე“, იაპონური ზღაპარი: „სოკოს ქვეშ“, ფრანგული ზღაპარი: „წითელქუდა“,
მამა ათანასეს ზღაპარი: „ყვავილების ქვეყანა“.
ქართულ ენასა
და ლიტერატურაში მე-7-მე-8 კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთლები (პედაგოგები: მარინა და
ნანა შვანგირაძეები).
აღნიშნულმა ღონისძიებებმა მოწვეული სტუმრებისა და მშობლების
დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის (თავმჯდომარე:
გულნარა ჩიხლაძე) მიერ ორგანიზებული პროექტი შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა
ნინო ვადაჭკორიამ.
No comments:
Post a Comment