Friday, February 28, 2014

მზე, ქალი, გაზაფხული - 2014

2014 წლის 28 თებერვალს სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში ესთეტიკური აღზრდის კათედრის მიერ ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: „მზე, ქალი, გაზაფხული“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-VIII კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ელისო შვანგირაძე, მარიეტა ბენიძე, მანანა ცაგარეიშვილი, ნანა შვანგირაძე, დალი ბაკურაძე).
ბავშვებმა ორიგინალური ფორმით მოწვეულ მშობლებს, პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს მიულოცეს გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღის მობრძანება: მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააცოცხლეს და აამეტყველეს ზღაპრის გმირები, შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების სიმღერები.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები: ნინი ომიაძე, ანა გოდერიძე, გიორგი შვანგირაძე, თეკლა ჩავჩიძე, ანასტასია ჯურხაძე, გაგა ბობოხიძე, კახა იოსელიანი, თამთა ხაჭაპურიძე, დავით მუშკუდიანი, გიორგი ლიპარტელიანი.
ღონისძიებამ მოწვეულ სტუმართა მოწონება დაიმსახურა.

Thursday, February 13, 2014

ლიტერატურული გასამართლება

ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყოლიბების მიზნით 2014 წლის 12 თებერვალს გვიშტიბის საჯარო სკოლის VIII კლასში გაიმართა შეკრება თემაზე ,,გავასამართლოთ ლიტერატურული პერსონაჟი“ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნანა შვანგირაძე). ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლიტერატურული პერსონაჟის გასამართლება ვაჟა-ფშაველას მოთხრობისშვლის ნუკრის ნაამბობის" მიხედვით.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ზნეობრივ, ესთეტიკურ, ეკოლოგიურ და სამართლებლივ აღზრდას.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები.
მოსწავლეებმა როლებში შესვლისას კიდევ უფრო უკეთ ამოიცნეს მწერლის ჩანაფიქრ და პერსონაჟთა ხასიათები, კარგად გაითავისეს მათზე მორგებული თითოეული როლი და ამ აქტივობით  კიდევ ერთხელ მოხდა მათში ლოგიკური აზროვნების, კრიტიკული მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების სრულყოფა.


Monday, February 10, 2014

ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!

ღირსეული წინაპრების ღირსეულ შთამომავლებად აღზრდის, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით გვიშტიბის საჯარო სკოლაში 2014 წლის 7 თებერვალს გაიმართა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა დევიზით: „შთამომავლობა პირუთვნელი განმკითხავია“.
მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებმა (პედაგოგები: რომან იოსელიანი, ეკა ლეშკაშელი) მიმოიხილეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, ისაუბრეს მისი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ. 1-ლი-მე-4 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ელისო შვანგირაძე, მანანა ცაგარეიშვილი, მარიეტა ბენიძე, გულნარა ჩიხლაძე) გააცოცხლეს და აამეტყველეს ქართული ზღაპარი: „კომბლე“, იაპონური ზღაპარი: „სოკოს ქვეშ“, ფრანგული ზღაპარი: „წითელქუდა“, მამა ათანასეს ზღაპარი: „ყვავილების ქვეყანა“.
ქართულ  ენასა და ლიტერატურაში მე-7-მე-8 კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთლები (პედაგოგები: მარინა და ნანა შვანგირაძეები).
აღნიშნულმა ღონისძიებებმა მოწვეული სტუმრებისა და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის (თავმჯდომარე: გულნარა ჩიხლაძე) მიერ ორგანიზებული პროექტი შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ნინო ვადაჭკორიამ.