ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "People in Need", მსოფლიო ბანკის და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ახალგაზრდების თანამონაწილეობით გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის დამკვიდრებაზე.
მისი საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვას და თავიანთი მუნიციპალიტეტების განვითარებაში წვლილის შეტანას.
პროექტში ჩართულია სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლა. 2015 წლის 13 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი - სოფია გოდუაძე, ესწრებოდნენ სკოლის მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის დირექცია.
No comments:
Post a Comment