Monday, June 10, 2013
ენა, მამული, სარწმუნოება
2013 წლის 01 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეს გვიშტიბის საჯარო სკოლის (დირექტორი ნინო ვადაჭკორია) მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი შორენა ქორიძე) ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის მარტვილის ტაძარს და 12 მაისს ფოთში ნაკურთხ ახალი აია-სოფიის, იგივე ფოთის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ტაძართა მდებარეობას, მათ ისტორიას, არქიტექტურას.
Friday, May 31, 2013
მხიარული სტარტები
გვიშტიბის საჯარო სკოლაში 31 მაისს სპორტული და ესთეტიკური აღზრდის კათედრის მიერ ჩატარდა
სპორტული ღონისძიება "მხარული სტარტები" ხელმძღვანელი პედაგოგი (გ. ქურასბედიანი).
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-6 კლასის გუნდი "ლეოპარდი" და მე-5 კლასის გუნდი "ავაზა".
შეჯიბრება მოიცავდა სპორტის სახეობებს: "კალათში ბურთის ჩაგდება", "ბურთის მიზანში ტყორცნა",
"ჭაპანწყვეტა", "ნომრების გამოძახება", "ვინ დაასწრებს", "წყალი ჭურჭელში".
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი "ლეოპარდი". დისციპლინირებული და აქტიური მონაწილეები:
ლუკა გელენიძე (მე-5 კლასი), ჯაბა ბობოხიძე (მე-6 კლასი).
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები.
Thursday, May 30, 2013
ბოლო ზარი 2013
2013 წლის 20 მაისს გვიშტიბის საჯარო სკოლის 57-ე გამოშვების ბოლო ზარის თემა იყო: "არ გვავიწყდება ჩვენ თქვენი ღვაწლი!".
ნაჩვენები იქნა 12 წლის მანძილზე აღბეჭდილი მათი სასკოლო ცხოვრების ვიდეოკოლაჟი.
გამოსაშვებ საღამოს თან ახლდა როგორც დიდი სიხარული, ასევე სევდაც... მოსწავლეები სიყვარულით გამოეთხოვნენ მშობლიური სკოლის კედლებს, პირობა დადეს რომ ცხოვრების გზაზე ივლიან ისე, რომ საგზლად გაჰყვებათ პედაგოგ მასწავლებელთა დარიგება.
ანბანის ზეიმი 2013
2013 20 მაისს გვიშტიბის საჯარო სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა (კლასის დამრიგებელი ელისო შვანგირაძე) ანბანის ზეიმი, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო ვადაჭკორია.
კიდევ ერთხელ განმტკიცდა დიდი ილიას სიტყვები: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცვემთ შთამომავლობას?!...“
ეს იყო ორგანიზებული, საინტერესოდ დადგმული, ერთმანეთისაგან განსხვავებული, შინაარსიანი ზეიმი. დიდი სიყვარულით მოეფერნენ 26 საუკუნის წინ შექმნილ ქართულ ანბანს, რუსთაველის, ილიას, ვაჟას, აკაკის და გალაკტიონის ენას, მოძღვართ მოძღვრის - დიდი იაკობის "დედა-ენას".
განხორციელდა მიზანი: - ქართული ენის სიყვარულის და ინტერესის, ზეპირმეტყველების კულტურის განვითარება-განმტკიცება.
Tuesday, May 28, 2013
შემეცნებითი კონკურსის ფინალისტი
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი, რომელშიც ჯამში ცხრა ათასმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა - დასრულდა. ფინალური ეტაპი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და 80 ფინალისტიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდა. ერთ-ერთი ფინალისტი იყო გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. კონკურსანტები ერთმანეთს Jeopardy-ს პრინციპით შეეჯიბრნენ.
მშვიდობა მსოფლიოს! 2013
გვიშტიბის ძმათა სასაფლაოზე დიდ სამამულო ომში მონაწილე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენელი სხვადასხვა ეროვნების 223 მებრძოლია დაკრძალული, რომლებმაც ჭრილობები წყალტუბოს ევაკოჰოსპიტალში ვერ მოიშუშეს. მათგან მხოლოდ ერთი მებრძოლის ოჯახმა იცის შინმიუსვლელის საფლავი.
68 წელია მათ საფლავებს მხოლოდ ერთი მიმხედავი და მომვლელი - გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰყავს. ყოველწლიურად ვხვდებით დიდი სამამულო ომის წყალტუბოელ გმირებს, ვისმენთ მათი ცხოვრების გმირულ ეპიზოდებს, ყვავილებით ვამკობთ მეომართა საფლავებს.
მიეცი ნიჭსა გზა ფართო!..
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას, ახალი თავისუფალი ადამიანის აღზრდას, სკოლის მუშაობის შეფასებას ემსახურებოდა 2013 წლის 26 აპრილს სკოლაში ჩატარებული ღია კარის დღე, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეთა მშობლები და საზოგადოების წარმომადგენლები.
სტუმრები დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს და აღმზრდელობით ღონისძიებებს:
მათემატიკის, რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, ქიმიის, მუსიკის გაკვეთილებს (პედაგოგები: თ. სამხარაძე, ლ. სილჩენკო, ე. ყურაშვილი, უცხოელი პედაგოგი მაისა აუთლოო, ნ. თევდორაძე. დ. ბაკურაძე).
გაიმართა მხიარულთა და საზრიანთა შეხვედრა თემაზე: „ყველაზე ჭკვიანი“, „იღბლიანი ბორბალი“ - ხელმძღვანელები: მ. ბენიძე, მ. ცაგარეიშვილი, ნ. თევდორაძე.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეებთან ურთიერთობის სტილი, სააღმზრდელო ღონისძიებების ხარისხი, ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, პედაგოგთა აღმზრდელობითი როლი.
ინტელექტის დღე 2013
გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა შემადგენლობით: ნესტორ ქურასბედიანი, აკაკი ჩხეტიანი, ნორა იობიძე, ბესიკ შვანგირაძე, მონიკა საღარეიშვილი, გივი კიკალიშვილი მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტში „ინტელექტის დღე“.
2013 წ. 13 აპრილს საქართველოს ყველა, 69 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართა საქართველოს მოსწავლეთა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. ტურნირის პირველი ეტაპი შედგებოდა 24 კითხვისაგან.
2013 წელს გვიშტიბის საჯარო სკოლა 110 წლის გახდება!
პირველი სემესტრის შემაჯამებელ ეტაპს
მიეძღვნა ღია კარის დღე გვიშტიბის საჯარო სკოლაში (დირექტორი: ნინო ვადაჭკორია), რომელიც
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარისხიანი შესრულების,
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურ ჩართვას ითვალისწინებდა.
ღია კარის დღე სამ დღეს გაგრძელდა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა,
მშობელთა და პედაგოგთა მონაწილეობით.
ღია კარის დღის პროგრამაში იყო ღია გაკვეთილები:
პირველ
კლასში ქართულ
ენასა და
ლიტერატურაში ასობგერა
„ჯ“ და
„ჰ“-ს
შესწავლა კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენებით
განხორციელდა (პედაგოგი
ელისო შვანგირაძე). მეორე კლასში საინტერესოდ ჩატარდა ღია გაკვეთილი
მათემატიკაში (პედაგოგი ლეილა კელენჯერიძე), მესამე კლასში დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა
მათემატიკის გაკვეთილმა თემით „სიგრძის საზომი ერთეულები“ (პედაგოგი გულნარა ჩიხლაძე),
მეოთხე კლასში - ბუნებისმეტყველებაში თემაზე „მოგზაურები და აღმოჩენები“ (პედაგოგი
მაგული ჩიხლაძე), მეხუთე კლასში მოეწყო სპორტული შეჯიბრი „ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“
(პედაგოგი გაბრიელ ქურასბედიანი), მეექვსე კლასში - ინგლისურ ენაში თემაზე „ნედ ბროუნი
კოსმოსში“ (პედაგოგი მარინე კიკალიშვილი).
აღსანიშნავი
იყო ღია გაკვეთილი მეშვიდე კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე: „ქრისტიანული
ხელოვნების მრავალფეროვნება“ (პედაგოგი ნანა შვანგირაძე). მერვე კლასში - ფიზიკაში
(პედაგოგი ანატოლ ხაჭაპურიძე).
მეცხრე კლასში - მათემატიკაში, თემაზე „ვექტორები“ (პედაგოგი ლავრენტი შვანგირაძე),
მეათე კლასში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე „შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი““
(პედაგოგი მარინე მუშკუდიანი), მეთერთმეტე კლასში - ისტორიაში, თემაზე „ქრისტიანობა
- ქართლის სახელმწიფო რელიგია“ (პედაგოგი შორენა ქორიძე).
ერთად განხორციელდა
პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფის საქმე. ღონისძიება სკოლის
110 წლის საიუბილეო მზადებას მიეძღვნა, რომელიც 2013 წლის 16 ოქტომბერს აღინიშნება.
Subscribe to:
Posts (Atom)