Thursday, May 30, 2013

ანბანის ზეიმი 2013

2013 20 მაისს გვიშტიბის საჯარო სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა (კლასის დამრიგებელი ელისო შვანგირაძე) ანბანის ზეიმი, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო ვადაჭკორია. 
კიდევ ერთხელ განმტკიცდა დიდი ილიას სიტყვები:  „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცვემთ შთამომავლობას?!...“
ეს იყო ორგანიზებული, საინტერესოდ დადგმული, ერთმანეთისაგან განსხვავებული, შინაარსიანი ზეიმი. დიდი სიყვარულით მოეფერნენ 26 საუკუნის წინ შექმნილ ქართულ ანბანს, რუსთაველის, ილიას, ვაჟას, აკაკის და გალაკტიონის ენას, მოძღვართ მოძღვრის - დიდი იაკობის "დედა-ენას".
განხორციელდა მიზანი: - ქართული ენის სიყვარულის და ინტერესის, ზეპირმეტყველების კულტურის განვითარება-განმტკიცება.

No comments:

Post a Comment