Tuesday, May 28, 2013

2013 წელს გვიშტიბის საჯარო სკოლა 110 წლის გახდება!


პირველი სემესტრის შემაჯამებელ ეტაპს მიეძღვნა ღია კარის დღე გვიშტიბის საჯარო სკოლაში (დირექტორი: ნინო ვადაჭკორია), რომელიც „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარისხიანი შესრულების, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურ ჩართვას ითვალისწინებდა. ღია კარის დღე სამ დღეს გაგრძელდა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა მონაწილეობით.
ღია კარის დღის პროგრამაში იყო ღია გაკვეთილები: პირველ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ასობგერადა“- შესწავლა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა (პედაგოგი ელისო შვანგირაძე). მეორე კლასში საინტერესოდ ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში (პედაგოგი ლეილა კელენჯერიძე), მესამე კლასში დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა მათემატიკის გაკვეთილმა თემით „სიგრძის საზომი ერთეულები“ (პედაგოგი გულნარა ჩიხლაძე), მეოთხე კლასში - ბუნებისმეტყველებაში თემაზე „მოგზაურები და აღმოჩენები“ (პედაგოგი მაგული ჩიხლაძე), მეხუთე კლასში მოეწყო სპორტული შეჯიბრი „ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“ (პედაგოგი გაბრიელ ქურასბედიანი), მეექვსე კლასში - ინგლისურ ენაში თემაზე „ნედ ბროუნი კოსმოსში“ (პედაგოგი მარინე კიკალიშვილი).
აღსანიშნავი იყო ღია გაკვეთილი მეშვიდე კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე: „ქრისტიანული ხელოვნების მრავალფეროვნება“ (პედაგოგი ნანა შვანგირაძე). მერვე კლასში - ფიზიკაში                       (პედაგოგი ანატოლ ხაჭაპურიძე). მეცხრე კლასში - მათემატიკაში, თემაზე „ვექტორები“ (პედაგოგი ლავრენტი შვანგირაძე), მეათე კლასში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე „შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი““ (პედაგოგი მარინე მუშკუდიანი), მეთერთმეტე კლასში - ისტორიაში, თემაზე „ქრისტიანობა - ქართლის სახელმწიფო რელიგია“ (პედაგოგი შორენა ქორიძე).
ერთად განხორციელდა პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფის საქმე. ღონისძიება სკოლის 110 წლის საიუბილეო მზადებას მიეძღვნა, რომელიც 2013 წლის 16 ოქტომბერს აღინიშნება.

No comments:

Post a Comment